Yealink-ის მოდელი SIP-T27G უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის HD ხმას. აღჭურვილია ფონური განათებით, 3.66" დიაგონალის მქონე გრაფიკული LCD ეკრანით. ტელეფონს აქვს 8 პროგრამირებადი ღილაკი LED განათებით, საიდანაც 1 ღილაკი გამოიყენება გვერდის შესაცვლელად (გადასაფურცვლად) და ჯამურად 21 ღილაკს შესაძლებელია მიენიჭოს სხვადასხვა ფუნქციის სწრაფი და მარტივი შესრულებისთვის. ასევე შესაძლებელია დაემატოს გაფართოების მოდული EXP20 დამატებით 20 ფუნქციური ღილაკის გამოყენებისთვის. ოპტიმალური გადაწყვეტაა კომპანიის ოფის მენეჯერებისთვის, სასტუმროების მისაღები დარბაზის თანამშრომლებისთვის, ქოლ-ცენტრის ოპერატორებისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის სადაც საჭიროა ზარის ხშირი გადამისამართება, თანამშრომლებთან სწრაფად დაკავშირება და სხვა მრავალი ფუნქციის სწრაფი გამოყენება.