საგარანტიო მომსახურების პირობები:
- გარანტიის ვადის ათვლა ხდება პროდუქტის გაყიდვის დღიდან.
- სმარტ სერვ.ჯის უზრუნველყოფს გარანტიის მოქმედების ქვეშ მყოფი პროდუქტების შეკეთებას ან შეცვლას.
- საგარანტიო მომსახურება ხორციელდება ინტელკომ ჯგუფის სერვის-ცენტრში.
მისამართი: ბათუმი პუშკინის ქ.174, საქართველო.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10.00-18.00 სთ.
- საგარანტიო მომსახურებით სარგებლობისთვის, პროდუქტი შეგიძლიათ მოიტანოთ ქარხნული ყუთის გარეშეც, შესაბამისად, არა არის აუცილებელი ყუთების შენახვა.
- გარანტია არ ფარავს ისეთი ტიპის დანახარჯს, რაც უკავშირდება მყიდველის მხრიდან დაზიანებული/წუნდებული საქონლის მოხსნა-დაყენებას.
საგარანტიო მომსახურების ვადები:
- საგარანტიო პროდუქტის შემოწმება, შეკეთება ან შეცვლა ხორციელდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
- ინტელკომ ჯგუფი იტოვებს უფლებას საგარანტიო პროდუქტი დაიტოვოს 30 კალენდარული დღის განმავლობაში, როდესაც სათადარიგო ნაწილი ან ჩასანაცვლებელი პროდუქტი ადგილზე ხელმისაწვდომი არ არის.
- 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, მომხმარებელთან ურთიერთშეთანხმებით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გაგრძელდეს, ან პროდუქტში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდეს მომხმარებელს.
გარანტია არ ვრცელდება, თუ:
- პროდუქტი მექანიკურადაა დაზიანებული;
- პროდუქტი დაზიანებულია გარე ზემოქმედების გამო;
- პროდუქტი დაზიანებულია არასწორი ინსტალაციის გამო;
- პროდუქტი დაზიანებულია ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო;
- პროდუქტი გახსნილია მომხმარებლის მიერ;
- პროდუქტზე არ იკითხება სერიული ნომერი;
- პროდუქტი დაზიანებულია მესამე მხარის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გამო;
- რაიმე სახით შეცვლილია პროდუქტის ქარხნული იერსახე (გაკეთებული აქვს წარწერა, შეღებილია, გახვრეტილია და ა.შ.)
- სტანდარტებთან შეუსაბამო დამიწების არარსებობის შემთხვევაში, ისეთ მოწყობილობების ექსპლუატაციის დროს, როგორიც არის: უწყვეტი კვების წყაროები (UPS), მზის ინვერტორები, მზის პანელები, გარე გამოყენების WiFi და სხვა ისეთი მოწყობილობები, რომლის ექსპლუატაციაც მოითხოვს დამიწების აუცილებლობას.